ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასამალი არსად გაქვთ - ამერიკის გენერალური პროკურორი რუს დამნაშავეებს მიმართავს


მერიკ გარლანდი (მარცხნივ) და ირინა ვენედიქტოვა (მარჯვნივ)
მერიკ გარლანდი (მარცხნივ) და ირინა ვენედიქტოვა (მარჯვნივ)

შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი უკრაინაში ჩავიდა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, მერიკ გარლანდი კიევში განიხილავს ომის და სხვა მძიმე დანაშაულის ჩამდენთა დაკავების და გასამართლების მცდელობებს, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის მხარეს მებრძოლებმა ჩაიდინეს.

გარლანდი დღესვე ხვდება უკრაინის გენერალურ პროკურორს ირინა ვენედიქტოვას და სხვა ოფიციალურ პირებს. უკრაინაში ჩასვლისთანავე, ამერიკის გენერალურმა პროკურორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის კიევში იმყოფება, რათა გამოხატოს "შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ რუსეთის მხრიდან მიმდინარე არაპროვოცირებული და უსამართლო თავდასხმის პირობებში".

"შეერთებული შტატების გზავნილი უცდომელია. დასამალი არსად გაქვთ. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ნებისმიერ ზომას მივმართავთ, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ პასუხი აგონ მათ, ვინც ამ სასტიკ დანაშაულზეა პასუხისმგებელი" - განაცხადა ამერიკის გენერალურმა პროკურორმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG