ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ჟურნალისტი ნობელის მედალს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ყიდის


ნობელიანტი რუსი ჟურნალისტი დმიტრი მურატოვი ნობელის მედალს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ყიდის.

მურატოვი რუსული დამოუკიდებელი გამოცემის "ნოვაია გაზეტას" თანადამფუძნებელი და წლების განმავლობაში მთავარი რედაქტორი იყო. კრემლისადმი კრიტიკული გამოცემა 1993 წელს დაფუძნდა და მედიისა და დამოუკიდებელი ჯგუფების შევიწროვების შესახებ წლების განმავლობაში წერდა. თუმცა მარტში ზოგიერთი თემის გაშუქება კრიმინალად იქცა. უკრაინაში ომის მხოლოდ ხსენების გამოც კი, ჟურნალისტებს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

"ჩემი ქვეყანა სხვა ქვეყანაში - უკრაინაში შეიჭრა. ახლა ქვეყნიდან 15.5 ადამიანი ლტოლვილია. ჩვენ დიდხანს ვფიქრობდით, რის გაკეთება შეგვეძლო და ვიფიქრეთ, რომ ყველამ უნდა დავთმოთ რაღაც, რაც მჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია", - უთხრა მურატოვმა "როიტერს" ექსკლუზიურ ინტერვიუში. მურატოვმა თავისი ოქროს მედალი აუქციონზე გაიტანა და ამბობს, რომ ამით ის ცდილობს წვლილი შეიტანოს იმ ადამიანთა მომავლის განსაზღვრაში, რომელთაც რუსეთი წარსულსა და მოგონებებს ართმევს.

"ახლა მათ სურთ წაართვან ამ ადამიანებს მომავალი, მაგრამ ჩვენ მათი მომავლის დაცვა უნდა უზრუნველვყოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი თქმაც ჩვენ გვსურს, ისაა, რომ ადამიანური სოლიდარობის გამოჩენა აუცილებელია", - ამბობს ჟურნალისტი.

მურატოვის მედალი "Heritage Auctions"-ზე 20 ივნისს უნდა გაიყიდოს - ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს.

XS
SM
MD
LG