ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

$19.8 მილიარდი უკრაინას დიდი შვიდეულისგან


დიდი შვიდეულის სამიტი გერმანიაში
დიდი შვიდეულის სამიტი გერმანიაში

გერმანიაში დიდი შვიდეულის სამიტი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ 7 წამყვანი დემოკრატიული ქვეყნის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალურ ბანკთა მმართველები. მათ მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, მხოლოდ ამ 7 სახელმწიფოს მიერ, რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი უკრაინისთვის მობილიზებულია 19.8 მილიარდი დოლარი.

დიდი შვიდეულის წევრები პირობას დებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, უკრაინას წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ფინანსურ დახმარებას მიაწვდიან. გერმანიაში მიმდინარე სამიტს ესწრებიან ამერიკის, ბრიტანეთის, კანადის, იაპონიის, გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის ფინანსური სექტორის ლიდერები. ისინი მოუწოდებენ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს და სხვა ორგანიზაციებს, შეუერთდნენ მათ ინიციატივას, რათა უკრაინელ ხალხს მეტი დახმარება აღმოუჩინონ, რადგან ეს საკმარისი არ არის.

ამ ეტაპზე "უკრაინის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი საწარმოების და კერძო სექტორისთვის დამატებითი მხარდაჭერაა დაგეგმილი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის და საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობის ორგანიზაციის მხრიდან, რაც 3.4 მილიარდ დოლარს შეადგენს" - ნათქვამია დიდი შვიდეულის ერთობლივ განცხადებაში. ამასთან, შვიდივე ქვეყანა პირობას დებს, რომ კიევს მომავალშიც დაეხმარება: "ჩვენ უკრაინის გვერდში დგომას კვლავ გავაგრძელებთ ამ ომში და მის შემდეგაც, და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, მეტი დახმარება აღმოვუჩინოთ მას".

XS
SM
MD
LG