ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიეტუვამ სრულიად თქვა უარი რუსულ გაზზე


წარწერა რუსეთის საელჩოსთან ვილნიუსში (ლიეტუვა)

ლიეტუვა აცხადებს, რომ სრულიად შეწყვიტა რუსეთიდან გაზის იმპორტი. შედეგად ლიეტუვა პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, რომელმაც მოახერხა, რუსული გაზის იმპორტზე საკუთარი დამოკიდებულების შეზღუდვა.

„რუსული გაზიდან სრული დამოუკიდებლობის მცდელობის შედეგად, ევროპისადმი რუსთის ენერგიით შანტაჟსა და უკრაინაში ომზე საპასუხოდ, ლიეტუვამ სრულიად თქვა უარი რუსულ გაზზე“, - განაცხადა ლიეტუვის ენერგიის მინისტრმა. მისი თქმით, აღნიშნული აპრილის დასაწყისში შევა ძალაში.

2015 წელს, ლიეტუვის გაზის იმპორტის 100% რუსეთიდან მოდიოდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა, მას შემდეგ რაც ქვეყანამ თხევადი გაზის ტერმინალი ააგო, საპორტო ქალაქ კლაიპედასთან. მინისტრის თქმით, სწორედ ამ ტერმინალიდან მოხდება ლიეტუვის შიდა მოხმარებისთვის საჭირო გაზის მომარაგება.

გასულ წელს, რუსული გაზი ლიეტუვის იმპორტის 26% შეადგენდა, 62 პროცენტი კლაიპედას თხევადი გაზის ტერმინალზე მოდიოდა, ხოლო დანარჩენი 12% კი მეზობელ ლიტვიდან იმპორტირდებოდა.

XS
SM
MD
LG