ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომსომალსკაია პრავდა ამბობს, რომ მისი ვებ-გვერდი დაჰაკეს


რუსულმა პროსახელისუფლებო გამოცემამ "კომსომოლსკაია პრავდა", განაცხადა, რომ მის საიტზე განთავსებული ინფორმაცია, რუსული დანაკარგების შესახებ უკრაინის ომში, ვებ-გვერდზე ჰაკერებმა განათავსეს. საიტზე დროებით განთავსებულ მასალაში საუბარი იყო, რომ რუსეთის დანაკარგები 10,000-ს სამხედროს უტოლდება. მასალა საიტიდან მალევე იქნა ჩახსნილი.

გამოცემის ჟურნალისტმა ალექსანდრ გამოვმა თქვა, რომ მასალა ყალბი ამბავია და რომ გამოცემამ ის წაშალა. სანამ კრემლის მხარდამჭერი გამოცემა მასალას აიღებდა, იქამდე ინფორმაცია სხვა გამოცემებმაც წაიღეს. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 22 მარტს, აღნიშნულზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

გამოცემის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში, 20 მარტს, ნათქვამი იყო, რომ უკრაინის ომში 9861 რუსი სამხედრო დაიღუპა ომის დაწყებიდან დღემდე.

რუსეთი ამ დრომდე მხოლოდ 498 გარდაცვალების შემთხვევას ადასტურებს, რომელიც კამპანიის დასაწყისში გაასაჯაროეს და მონაცემს არ ანახლებენ.

შეერთებული შტატები და უკრაინა აცხადებენ, რომ რუსეთის მხარეზე გარდაცვლილია 7000-ზე მეტი სამხედრო. ზოგიერთი გათვლით, რიცხვი 10,000-ს უტოლდება. ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება.

XS
SM
MD
LG