ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი და უკრაინა სამხედრო მრჩეველთა მისიის თაობაზე შეთანხმდნენ


დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი
დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინამ და ევროკავშირმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს იმის თაობაზე, რომ უკრაინაში ბლოკი სამხედრო მრჩეველ-ინსტრუქტორთა მისიას გააგზავნის. ამის შესახებ ზოგადი ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჟურნალისტებს ორშაბათს, ბრიუსელში ყოფნისას მიაწოდა.

"ჩვენ მივაღწიეთ ზოგად შეთანხმებას ევროკავშირთან იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში გამოიგზავნოს სამხედრო მრჩეველთა მისია. ეს არ არის საბრძოლო ძალა", - თქვა კულებამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას.

ამავე დროს ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი ამბობს, რომ თუკი კრემლი უკრაინაში შეიჭრება, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული სანქციები მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკად 2-საც" მოიცავს.

"[თუკი რუსეთი შეიჭრება] მილსადენის სერტიფიცირება შეიძლება შეჩერდეს. ამის შესახებ კითხვები არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ მილსადენი იქნება სანქციების ნაწილი", - თქვა კანცლერმა პრეს-კონფერენციაზე.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთს 150 000-მდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული. კრემლი ქვეყანაში შეჭრის გეგმას უარყოფს, თუმცა დასავლური ქვეყნების დაზვერვის სამსახურები ამბობენ, რომ მათი ინფორმაცია საპირისპიროზე მიუთითებს.

XS
SM
MD
LG