ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენმა ლავროვს მოუწოდა რუსული ჯარი უკან გაიწვიოს


დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელწმიფო მდივან, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის უკრაინის საზღვარზე მიმდინარე კრიზისის თაობაზე სატელეფონო საუბარი შედგაა. ბლინკენმა ლავროვს უთხრა, რომ დროა მოსკოვმა უკან უნდა გაიწვიოს ჯარი, თუ ის ნამდვილად არ აპირებს უკრაინაში შეჭრას. ინფორმაციას სახელწმიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სატელეფონო ზარი ნახევარი საათი გაგრძელდა, რომლის დროსაც ბლინკენსა და ლავროვს შორის ინგლისურ ენაზე „პროფესიული და საკმაოდ გულწრფელი“ საუბარი შედგა, თქვა სახელწმიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. თუმცა, მისივე განცხადებით ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის რაიმე შეთანხმება ამ ზარით ამ მიღწეულა და ამერიკული მხარე ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან დეესკალაციის რაიმე პოტენციალს.

„ჩვენ კვლავ გვესმის, რომ რუსეთი არ გეგმავს [უკრაინაში] შეჭრას, მაგრამ ყველა ქმედება, რასაც ვხედავთ, სამხედროებისა და მძიმე ტექნიკის მუდმივი დამატება და გადაადგილება საზღართან, საპირისპიროს მიანიშნებს“,- ამბობს მაღალჩინოსანი.

ამერიკის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს უთხრა, რომ „თუ პრეზიდენტი პუტინი ნამდვილად არ აპირებს ომის დაწყებას, ან რეჟიმის შეცვლას“, მაშინ მან უკან უნდა გაიყვანოს სამხედროები, მძიმე ტექნიკა და ჩაერთოს დისკუსიაში.

როგორი სცენარია შესაძლებელი უკრაინაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:51 0:00

ამ დროისთვის რუსეთს უკრაინის საზღვართან 100,000 ჯარისკაცი და მძიმე ტექნიკა ყავს მობილიზებული. პარალელურად, ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს ბელარუსშიც. დასავლეთი შიშობს, რომ პუტინი უკრაინაში შესაჭრელად ემზადება. კრემლი კი ამას უარყოფს.

XS
SM
MD
LG