ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამ წუთებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხვდება


რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხის ფონზე უკრაინაში ბორის ჯონსონი ჩავიდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჯონსონი უკრაინაში არაერთ შეხვედრას გამართავს. „როგორც მეგობარი და დემოკრატიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას მათგან, ვინც მის განადგურებას ცდილობს,“- ამბობს ჯონსონი. უკრაინაში ყოფნის დროს დიდი ბრიტანეთის და უკრაინის წარმომადგენლები ახალი თანამშრომლობის შესახებ იმსჯელებენ, რომელიც უკრაინასთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად პოლონეთსაც მოიცავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG