ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენსა და ლავროვს შორის დღეს სავარაუდოდ სატელეფონო საუბარი შედგება


ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი, ჟენევა, 21 იანვარი, 2022.
ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი, ჟენევა, 21 იანვარი, 2022.

შეერთებული შტატების და და რუსეთის პირველ დიპლომატებს შორის, დღეს სავარაუდოდ სატელეფონო საუბარი გაიმართება.

შეერთებული შტატების და და რუსეთის პირველ დიპლომატებს შორის, დღეს სავარაუდოდ სატელეფონო საუბარი გაიმართება, მას შემდეგ რაც ორი ქვეყანა ერთმანეთს გაეროს უშიშროების საბჭოში, უკრაინის საკითხზე დაუპირისპირდა.

ორშაბათს, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის საპასუხო წერილი მიიღო. თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა, უარი თქვეს მისი შინაარსის საჯარო განხილვაზე. მოლაპარაკებების პროცესის კონფიდენციალურობის შენარჩუნების სურვილის მოტივით. კრემლმა უარყო ფაქტი რომ ეს იყო საპასუხო წერილი და განაცხადა, რომ ეს ამერიკის მხარის პასუხზე მხოლოდ შეკითხვებს მოიცავდა. რუსული მხარის თქმით ისინი აგრძელებენ წერილზე მუშაობას.

მანამდე, კრემლი აცხადებდა, რომ მის მოთხოვნებზე შეერთებული შტატების წერილობითი პასუხი, არ მოიცავდა "უსაფრთხოების გარანტიების" შესახებ ძირითად საკითხებს. მათ შორის, აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების საკითხს.

შეერთებულმა შტატების და ნატოს ოფიციალური საჯარო პოზიცია, თავიდანვე, ამ საკითხის განხილვას გამორიცხავდა. ლიდერები აცხადებდნენ, რომ ნატოს კარი ღია რჩება და სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, ალიანსებში გაწევრიანების საკითხი, რუსეთს კი ამაზე ვეტოს უფლება ვერ ექნება.

ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს შორის, პირისპირ შეხვედრა 21 იანვარს, ჟენევაში გაიმართა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა საკუთარი მოთხოვნები და წინადადებები, წერილობითი ფორმით გაცვალეს.

უკრაინის საზღვრებზე, რუსეთის 100 000-მდე ჯარისკაცის და სამხედრო ტექნიკის მობილიზების ფონზე, შეერთებული შტატები და ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს.

უკრაინაში ახალი შეჭრის შემთხვევაში, ამერიკა რუსეთს მკაცრი სანქციების შესახებ აფრთხილებს.

რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმას და შეერთებული შტატებისგან და ნატოსგან, ე.წ. "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს.

XS
SM
MD
LG