ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

HRW: საქართველომ ადამიანის უფლებების კუთხით უკუსვლა განიცადა


თბილისი, 5 ივლისი, 2021
თბილისი, 5 ივლისი, 2021

Human Rights Watch აცხადებს, რომ მსოფლიოს დემოკრატიულმა ლიდერებმა, „მეტი უნდა გააკეთონ“ დემოკრატიის წინაშე არსებულ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც 13 იანვარს გამოქვეყნდა და რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებების და თავისუფლებების მდგომარეობას აფასებს, ნათქვამია, რომ ავტორიტარული რეჟიმები 2021 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგნენ, თუმცა მიუხედავად ამისა დემოკრატიული ქვეყნებს ლიდერებმა ვერ გამოიყენეს ეს მომენტი შესაბამისად.

„დღევანდელი დემოკრატი ლიდერები მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევას ვერ უმკლავდებიან“, - აცხადებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, კენეტ როტი ანგარიშის შესავალ ნაწილში.

„ერთი ქვეყნიდან მეორემდე, ბევრმა ადამიანმა მიმართა ქუჩას, მაშინაც კი როცა იდგნენ დაკავების და სიცოცხლის საფრთხის წინაშე, რაც აჩვენებს რომ დემოკრატია მიმზიდველად რჩება... თუმცა არჩეულმა ლიდერებმა უკეთ უნდა შეასრულონ საქმე, რათა გადაჭრან მთავარი გამოწვევები და აჩვენონ რომ დემოკრატიულ მთავრობებს შეუძლიათ სიკეთეების მოტანა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია საუბრობს დემოკრატიული ძალების გამოწვევებსა და ადამიანის უფლებების კრიტიკულ მდგომარეობაზე რუსეთისა და ბელარუსის შემთხვევაში. ორივე ქვეყანაში გასულ წელს ადგილი ჰქონდა, ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების და დემონსტრანტების ფართომასშტაბიან დაკავებებსა და დევნას.

ორგანიზაციის პრეზიდენტი, ანგარიშის შესავალში ხაზს უსვამს, რომ ზეწოლის ზრდა „სისუსტის მაჩვენებელია და არა ძალის“.

საქართველო

ანგარიშში მოიცავს საქართველოში გასული წლის მოვლენების შეფასებასაც. ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2021 წელს ქვეყანაში „ადამიანის უფლებების კუთხით უკუსვლა ვიხილეთ, დრამატული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მმართველ ქართული ოცნების პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის“.

კვლევაში საუბარი მედია თავისუფლებებზე და ნათქვამია, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების და მესიის წარმომადგენლების მიმართ „არაერთ მუქარასა და თავდასხმას“. ანგარიში საუბრობს 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზეც.

„5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის წინააღმდეგ ჰომოფობიური ძალადობის მოტივით შეკრებილმა სიძულვილის ჯგუფებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სულ მცირე მედიის 53 წარმომადგენელს“, - ამბობს ანგარიში.

ორგანიზაცია ასევე განიხილავს, TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდგომ, ხელისუფლების რეაქციას.

„TV პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ცემის შედეგად სახის ძვლების მოტეხილობა, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები ჰქონდა და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მომდევნო დღეს სიკვდილის მიზეზის სრულად დადგენამდე ხელისუფლებამ, მისივე თქმით, "ექსპერტიზის შუალედური დასკვნის" საფუძველზე, ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება დაასახელა. ამ ანგარიშის მომზადების მომენტისთვის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული“, - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია აღნიშნავს ასევე გასული წლის თებერვალში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის“ ნიკა მელიას დაკავებას და ახმოვანებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას, რომ სამართალდამცავების პასუხი არაპროპორციული იყო.

ანგარიშის საქართველოს ნაწილის შესავალში საუბარია ასევე სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

„გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არასათანადო პასუხისმგებლობა“, - ამბობს Human Rights Watch.

ორგანიზაციის თქმით“ შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის პოლიციელთა უხეში ჩარევა შეკრების თავისუფლებაში, თავდასხმები ჟურნალისტებზე და მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე, ბავშვების ინსტიტუციონალიზაცია, ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების წინააღმდეგ და შრომის პირობების უსაფრთხოების უგულებელყოფა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია დასძენს, რომ „აგვისტოში ევროკავშირმა განაცხადა, რომ 75 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების მისაღებად საქართველომ ვერ შეასრულა მართლმსაჯულების რეფორმირების პირობები“.

XS
SM
MD
LG