ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯოკოვიჩი სასამართლომ გაამართლა 


მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი სასამართლომ გაამართლა. ის ამ დროისთვის კორტებზე იმყოფება და ავსტრალიის ღია ჩემპიონატისთვის ემზადება. ფოტო სოციალურ ქსელში ჯოკოვიჩმა თავად გაავრცელა.

მანამდე კი ჯოკოვიჩის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც მოსამართლემ ავსტრალიელი მესაზღვრეების გადაწყვეტილება ვიზის გაუქმების შესახებ არამართებულად შეაფასა.

„მოხარული ვარ, რომ მოსამართლემ ვიზის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, მე მსურს დარჩენა და ჩემპიონატში მონაწილეობა“, - დაწერა ტვიტერზე ჩოგბურთელმა.

ჯოკოვიჩს ვიზა ავსტრალიის მთავრობამ იმის გამო გაუუქმა, რომ მას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მიღებული არ აქვს, თუმცა დაავადება გადატანილი აქვს.

ავსტრალიაში ჩემპიონატი 17 იანვარს აიღებს სტარტს და მასში ჯოკოვიჩი მონაწილეობას თავდაპირველი გეგმის მიხედვით მიიღებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG