ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" ბელარუსი ჟურნალისტების სოლიდარობისკენ მოუწოდებს


ორგანიზაცია "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" (RSF) საერთაშორისო სოლიდარობისკენ მოუწოდებს ბელარუსი "დევნილი" ჟურნალისტების მხარდასაჭერად, მას შემდეგ რაც ბელარუსში მთავრობამ გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების სადავო შედეგების გამოცხადებისთანავე დამოუკიდებელი ჟურნალისტები, მთლიანად მედია სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება ამოიღო მიზანში.

"მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას მკაფიოდ დაუჭიროს მხარი ჟურნალისტების დაუმორჩილებლობას და გააგრძელოს თავშესაფრის მიცემა იმ ჟურნალისტებისთვის, ვინც იძულებულია დატოვოს ქვეყანა დევნის გამო,"- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ეს განცხადება 1 სექტემბერს გავრცელდა, ბელარუსის უზენაესი სასამართლოს მიერ ყალბი მიზეზებით ქვეყნის ერთადერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტების ასოციაციის დახურვიდან ერთი კვირის თავზე.

პარიზში დაფუძნებული ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბელარუსი ჟურნალისტების ასოციაციის დახურვა "პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რაც წელიწადზე მეტია დამოუკიდებელ მედიაზე მიმდინარე ზეწოლის კულმინაციას წარმოადგენს."

მედიისა და ბელარუსი ოპოზიციის წინააღმდეგ გალაშქრება ქვეყნის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო. ოფიციალური შედეგებით, მეექვსე საპრეზიდენტო ვადა ავტორიტარმა მმართველმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მოიპოვა, რამაც საპროტესტო გამოსვლების და გაყალბების წინააღმდეგ უპრეცედენტო მოძრაობის აზვირთება გამოიწვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG