ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კელი დეგნანი- მოულოდნელი იყო საქართველოს მთავრობის უარი ევროკავშირის დახმარებაზე


ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ევროკავშირის ფინანსურ დახმარებასა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს. ელჩი დეგნანი ამბობს, რომ რომ მოულოდნელი იყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხის მიღებაზე, რომლის წინაპირობაც რეფორმების გატარება იყო.

"ჩვენთვის სიურპრიზი იყო. ცოტა არ იყოს გაკვირვებულები ვართ საქართველოს მთავრობის განცხადებით, რომ არ სჭირდებათ 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხი ევროკავშირისგან პანდემიის მძიმე გავლენის და უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად. ამ სესხის დანიშნულება იყო გაეტარებინა საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმები და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ შეწყვიტოს რეფორმების გატარება.

რა თქმა უნდა, ამას გამოეხმაურება ვაშინგტონიც. კონგრესი, რა თქმა უნდა უყურებს, რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში. ჩვენ საკმაოდ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით, რა სჭირდება საქართველოს. 75 მილიონი ევრო ცოტა ფული არ არის" - თქვა შეერთებული შტატების ელჩმა.

კელი დეგნანმა ასევე ისაუბრა სერგეი ლავროვის განცხადების შესახებ, რომ რუსეთი მზად არის განაახლოს ურთიერთობა საქართველოსთან. ელჩის თქმით, საქართველოს რუსეთისგან არაერთი განცხადება მოუსმენია სხვადასხვა დროს, თუმცა ისინი არადამაჯერებელია მანამ, სანამ რუსეთი არ დატოვებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და არ შეასრულებს მის ვალდებულებებს.

31 აგვისტოს ღარიბაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანა უარს ამბობდა ევროკავშირის მაკროეკონომიკურ ფინანსურ დახმარებაზე. ის გადაწყვეტილების ახსნის დროს ხაზს უსვამდა, რომ "ეს არ იყო გრანტი და დახმარება".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG