ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი ქაბულს უახლოვდება, დასავლეთში კი მთავრობის დაცემას და ავღანეთში შარიათის კანონის ამოქმედებაზე შიშობენ


თალიბანმა ქაბულის მახლობლად მდებარე სტრატეგიული ქალაქი დაიკავა, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მე-10 რეგიონული დედაქალაქი იყო, რომელზე კონტროლიც მეამბოხე ჯგუფმა აიღო. თალიბანის სამხედრო წინსვლა და ქვეყნის პროვინციების ხელში ჩაგდება ქვეყანაში ამერიკის სამხედრო მისიის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე ხდება.

ღაზნის დაკავებას თალიბანისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს რეგიონული ცენტრი ავღანეთის დედაქალაქს ქვეყნის სამხრეთთან აკავშირებს. ამის შემდეგ თალიბანი შეტევებს, სავარაუდოდ, ქვეყნის სამხრეთში კიდევ უფრო გაააქტიურებს.

ამ ეტაპზე ქაბული დაუყოვნებელი საფრთხის წინაშე არ დგას, მაგრამ ღაზნის დაცემით, თალიბანმა ქვეყნის ტერიტორიის, დაახლოებით ორ მესამედზე მოიპოვა კონტროლი.

თალიბანისგან თავის დასაღწევად ათასობით ოჯახმა საკუთარი საცხოვრებელი დატოვა.

შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურების შეფასებით, ქაბული ისლამისტების თავდასხმის სამიზნე შესაძლოა დაახლოებით ერთ თვეში გახდეს. მიმდინარე ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში, ავღანეთი შესაძლოა რამდენიმე თვეში მთლიანად თალიბანის კონტროლის ქვეშ მოექცეს.

შექმნილი ვითარების ფონზე, შეერთებულ შტატებში ჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ რაში დაიხარჯა თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი 830 მილიარდი დოლარი. 20 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა ავღანეთის ჯარის გაწვრთნაში, შეიარაღებასა და რეკონსტრუქციაში უდიდესი ძალისხმევა და ფინანსური რესურსი ჩადო. ამ ფონზე, თალიბი მეამბოხეები ამერიკული ჯავშანტექნიკით, ავტომანქანებით და საბრძოლო შაშხანებით იღებენ ავღანეთის ქალაქებს.

თალიბანის დაწინაურებასთან ერთად, საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩნდება ეჭვი, რომ ისლამისტები ქვეყანაში შარიათს კანონს დააბრუნებენ. ამის ნიშნები უკვე იკვეთება იმ რეგიონებში, რომლებიც თალიბანმა დაიკავა.

თალიბი მეამბოხეები ქალაქ ღაზნის აკონტროლებენ, 11 აგვისტო, 2021
თალიბი მეამბოხეები ქალაქ ღაზნის აკონტროლებენ, 11 აგვისტო, 2021

ამ ფონზე, გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ თუ თალიბანი ავღანეთზე კონტროლს დაამყარებს და ქვეყანაში შარიათის კანონს აამოქმედებს, მაშინ ბერლინი ავღანეთს ფინანსურ დახმარებას აღარ მიაწოდებს.

"ჩვენ ავღანეთს ყოველწლიურად 430 მილიონ ევროს ვაძლევდით. ჩვენ ერთ ცენტსაც აღარ მივცემთ თალიბანს, თუ ის ქვეყანაზე კონტროლს დააწესებს და შარიათის კანონს აამოქმედებს", უთხრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა გერმანულ არხ ZDF-ს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG