ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი კონტროლს კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე ამყარებს


თალიბანის მებრძოლები ახლა ქალაქ ყუნდუზის დიდ ნაწილსაც აკონტროლებენ. ეს მომდევნო ტერიტორიაა მას შემდეგ, რაც ტახარისა და სარეპულის პროვინციების დედაქალაქები უკვე მათ კონტროლქვეშაა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების შემდეგ, დაჯგუფების მებრძოლებმა ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მნიშვნელოვანი ტერიტორიები ჩაიგდეს ხელთ.

ასობით ოჯახს ყუნდუზის დატოვება მოუწია. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მოსახლეობა ტერიტორიიდან გარბის, ქალაქი კი ცეცხლის ალში და კვამლშია გახვეული. ქალაქიდან იძულებით გადაადგილებული პირები "ამერიკის ხმის" ჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ თალიბანის თავდასხმას რამდენიმე დღის განმავლობაში უძლებდნენ, მაღაზიები იწვოდა, ბრძოლები გრძელდებოდა, მოსახლეობას კი არც საჭმელი ჰქონდა და არც სასმელი წყალი. ზოგიერთი თვითმხილველი ამბობს, რომ თალიბანის მებრძოლები ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისგან წინა ბრძოლებისას წართმეულ ჯავშანტექნიკას იყენებდნენ.

თალიბანი აცხადებს, რომ ქალაქს სრულად აკონტროლებს, თუმცა ავღანეთის სამთავრობო ძალები ამბობენ, რომ მათ კონტრშეტევა წამოიწყეს. ქალაქის ნაწილები კი გაათავისუფლეს. ქალაქი ყუნდუზი 2015 წლის შემდეგ დაჯგუფებამ სამჯერ ჩაიგდო ხელში, თუმცა ბოლო ორ შემთხვევაში ისინი მას მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში აკონტროლებდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG