ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი აშშ-ის პოლიტიკას მოსკოვისადმი "სულელურს" უწოდებს


რუსეთის მთავარმა დიპლომატმა, ამერიკის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ შეაფასა როგორც „სულელური“ და განაცხადა, რომ რუსეთი ახალი სანქციების შემთხვევაში ვაშინგტონს სანქციებითვე უპასუხებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის სანქციები წარუმატებელი იქნება. მან ამერიკის პოლიტიკა შეაფასა როგორც „ჩიხში მყოფი და სულელურიც კი“ და თქვა, რომ სანქციების წინა რაუნდები წარუმატებელი აღმოჩნდა.

„ასეთმა სანქციებმა ჩვენი ერთი რამ გვასწავლა: საკუთარ თავს უნდა დავეყრდნოთ, რადგან შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები სანდო პარტნიორები არ არიან“, - თქვა ლავროვმა ყაზახეთში მისი ვიზიტისას. „ბუნებრივია, რომ ჩვენ ვუპასუხებთ ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯს“, - დასძინა მან.

გასულ თვეში, რუსეთმა შეერთებული შტატებიდან მისი ელჩი გამოიძახა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ინტერვიუში მკვლელი უწოდა.

ბაიდენმა თქვა, რომ ის დრო, როდესაც შეერთებული შტატები რუსეთის ქმედებებზე „თვალს ხუჭავდა“ დასრულდა. ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რუსეთს სანქციები ემუქრება, მის მიერ 2020 წლის ამერიკულ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის და მასშტაბური „სოლარუინდის“ კიბერ-თავდასხმის გამო.

ურთიერთობები დასავლეთსა და რუსეთს შორის, კიდევ უფრო დაიძაბა, რაც მოსკოვის საოლქო სასამართლომ, კრემლის კრიტიკოსს ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიუსაჯა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG