ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული კვალი საფრანგეთში განხორციელებულ კიბერთავდასხმაში


საფრანგეთის კიბერუსაფრთხოების ზედამხედველობის უწყება აცხადებს, რომ გამოავლინა ფრანგულ კომპანიებზე თავდასხმა, რომლებიც რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული ჰაკერების მიერ განხორციელებული თავდასხმების მსგავსია. ამ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ინფორმაციული სისტემების დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, 15 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ჰაკერებმა პარიზში ბაზირებული კომპანია „Centroen”-ის მიერ გაყიდული პროგრამული უზრუნველყოფის დაუცველობით ისარგებლეს. სააგენტო აცხადებს, რომ მსგავსი თავდასხმები 2017 წლიდან ხორციელდება.

საზედამხედველო სააგენტო არ აკონკრეტებს ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობას, ან ვინაობას. ანგარიში მიუთითებს, რომ მათი უმეტესობა აიტი ტექნოლოგიების, ან ვებჰოსტინგის პროვაიდერა.

სააგენტო, ასევე არ ახდენს ჰაკერების სრულ იდენტიფიცირებას. თუმცა, უწყება აცხადებს, რომ მათ ისეთივე მეთოდები აქვთ, როგორიც რუს კიბნერჯაშუშთა ჯგუფს. მათ ხშირად „Sandworm”-სახელით მოიხსენიებენ და მიიჩნევა, რომ მათ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან აქვთ კავშირი.

აშშ ჯერ კიდევ იძიებს, მთავრობის სისტემებზე განხორციელებულ კიბერ თავდასხმას. თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. ამ შემთხვევაშიც, ეჭვი რუსეთის მთავრობაზე მომუშავე ჰაკერებზეა.

ისინი ჯერ ერთ-ერთი ადგილობრივი ინტერნეტ-პროვაიდერის "კოქსის კომუნიკაციების" და არიზონის შტატში, პიმას საგრაფოს მთავრობის საინფორმაციო ბაზაში შეიჭრნენ. შემდეგ კი მათ მიზანში ამერიკის ფედერალური მთავრობის უწყებები ამოიღეს: ვაჭრობის, ხაზინის, თავდაცვის და სხვა დეპარტამენტები.

ჰაკერებმა გატეხეს სამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული კერძო კონტრაქტორის, "სოლარუინდსის" (SolarWinds Corp) პროგრამები. იქიდან კი, პროგრამული განახლების გზით, შეაღწიეს ყველა კომპიუტერში, სადაც კი ამ კომპანიის პროგრამის განახლება ჩამოტვირთეს. ასეთი რამ ხშირად ავტომატურადაც ხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG