ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი, ბაიდენის ადმინისტრაციას შეთანხმების პირობების დაცვისკენ მოუწოდებს


თალიბანის ოფიციალური დელეგაცია მოსკოვში, 27 იანვარი, 2021
თალიბანის ოფიციალური დელეგაცია მოსკოვში, 27 იანვარი, 2021

თალიბანი აცხადებს, რომ ის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან მოელის 2020 წლის შეთანხმების პატივისცემას, რომელიც მათი თქმით, ამერიკის „დამპყრობელი“ ძალებისთვის ავღანეთიდან „უსაფრთხო გასასვლელს“ გულისხმობს. მეამბოხეთა ჯგუფი მოელის, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიღწეული შეთანხმება „შეფასების“ პროცესის შემდეგ არ შეიცვლება.

თალიბანის მთავარი მომლაპარაკებლის მოადგილე შერ მოჰამად აბას სტანიკზაიმ ამ მოლოდინის შესახებ განცხადება მოსკოვში გააკეთა, სადაც თალიბანის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

სტანიკზაიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თალიბანმა ხელშეკრულებას ხელი „ამერიკის კანონიერ, არჩეულ მთავრობასთან“ მოაწერა ხელი და ახალი ადმინისტრაციის მიერ მისი „განხილვა“ „მათი შიდა გადაწყვეტილებაა.“ მან ასევე დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ხელშეკრულებას ტოვებს.

“ავღანეთის ისტორიაში უცხოელი დამპყრობელი ჯარისთვის უსაფრთხო გასასვლელი არავის მიუცია. ასე რომ, ეს ამერიკელებისთვის კარგი შანსია, რომ ჩვენ მათ უსაფრთხო გასასვლელს ვაძლევთ ამ ხელშეკრულებით. იმედი გვაქვს, რომ მას შემდეგ, რაც შეთანხმების განხილვას დაამთავრებენ, იგივე დასკვნამდე მივლენ,“ განაცხადა სტანიკზაიმ.

მან ასევე თქვა, რომ „სრული სიცრუეა“ ბრალდებები, რომ თალიბანის წევრები რუსეთისგან ჯილდოს იღებდნენ ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის.

გასულ წელს თალიბანსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ამერიკის და ნატოს ჯარები ქვეყნიდან მაისამდე უნდა გამოვიდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG