ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში კოვიდ-19-ის მეორე ვაქცინის ავტორიზაციისთვისაც გასცეს რეკომენდაცია


ამერიკის შეერთებული შტატების საბჭომ, კოვიდ-19 ის მეორე ვაქცინასაც მიანიჭა საგანგებო ავტორიზაცია.

კომიტეტში შემავალმა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, რომლებიც "ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის" (FDA) მრჩევლები არიან, რეკომენდაცია გაუწიეს ფარმაცევტული კომპანია "მოდერნას" ვაქცინისთვის საგანგებო ავტორიზაციის მინიჭებას. ერთი კვირით ადრე, კი მსგავსი რეკომენდაცია მისცეს "ფაიზერისა" და "ბიონტექის" ერთობლივ ვაქცინას, რომელიც უკვე მიეწოდებათ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ის პირველად საჭიროებას წარმოადგენს.

"მტკიცებულებები, რომლებიც ამ ვაქცინის შესახებ ძალიან დეტალურადაა შესწავლილი, აჭარბებს ჩვენს მიერ ნანახ ნებისმიერ სხვა საკითხს", თქვა ექიმმა ჰეილი განსმა, სტენფროდის უნივერისტეტის სამედიცინო ცენტრიდან.

FDA-წარმომადგენელმა სტივენ ჰანმა თქვა, რომ სააგენტო ძალიან სწარაფად მიანიჭებს ვაქცინას ავტორიზაციას და შესაძლოა ეს დღეს, დღის განმავლობაშიც მოხდეს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 310,000-ზე მეტი ადამიანია ვირუსით გარდაცვლილი, ხოლო კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 17 მილიონს ცდება.

საბოლო თანხმობის მიღების შემდეგ, "მოდერნა" ვაქცინის 6 მილიონ დოზას გაავრცელებს. ვაქცინა, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროში დასაქმებულებს და მოხუცებულთა სახლებში მცხოვრებებს შეხვდებათ.

გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც საბჭომ "ფაიზერისა" და "ბიონტექის" ერთობლივ ვაქცინას რეკომედაცია გაუწია, FDA-იმ ვაქცინისთვის საგანგებო ავტორიზაცია ერთი დღის შემდეგ დაამტკიცა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG