ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში კოვიდ-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალ ვარიანტს იკვლევენ


ბრიტანელი მეცნიერები ქვეყნის სამხრეთში გავრცელებულ ვირუსის ახალ ვაირანტს იკვლევენ, რომელიც კოვიდ-19-ს იწვევს. მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, უკავშირდება თუ არა ის მუტაციებს, რომლებიც მათ შტამში გამოავლინეს.

მუტაციებში ერთ-ერთია მნიშვნელოვანი ცილის ცვლილებები, რომელსაც SARS-CoV-2 კორონავირუსი ადამიანის სხეულის უჯრედების დასაინფიცირებლად იყენებს. ამის შესახებ განმარტება მეცნიერთა ჯგუფმა გააკეთა, რომელიც ვირუსის გენეტიკას სწავლობს. თუმცა, მეცნიერებისთვის ჯერჯერობით არ არის ნათელი, ხდის თუ არა ეს მუტაცია ვირუსს უფრო ინფექციურს.

„ვცდილობთ დავადასტუროთ, რომელიმე მუტაცია უწყობს თუ არა ხელს გადაცემის გაზრდას“ - ნათქვამის „COVID-19 Genomics UK”-ს კონსორციუმის განცხადებაში.

ახალმა ვარიანტმა, რომელსაც ბრიტანელმა მეცნიერებმა „VUI – 202012/01” უწოდეს, ცილის მუტაციის გამო, შესაძლოა, კოვიდ-19-ის კიდევ უფრო მარტივად გავრცეულებას შეუწყოს ხელი. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ თეორიაა.

ახალი ინფექციების მატების შესახებ განცხადება ბრიტანეთის მთავრობამაც გააკეთა. მათი თქმით, ეს ნაწილობრივ შესაძლოა სწორედ ვირუსის ახალი ვარიანტით იყოს განპირობებული. ქვეყნის დედაქალაქში და სხვა დიდ ქალაქებში, პანდემიის მაღალი დონის შეზღუდვებია დაწესებული.

ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყების ცნობით, 13 დეკემბრის მონაცემებით, კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტით ინფიცირების 1 108 შემთხვევაა გამოვლენილი. ძირითადად ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში.

მეცნიერების განცხადებით, ჯერჯერობით, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ახალმა ვარიანტმა, კოვიდ-19-ის უფრო მწვავე ინფექცია გამოიწვიოს, ან ვაქცინა ნაკლებად ეფექტიანი გახდეს. ისინი ამბობენ, რომ ორივე საკითხის მეცნიერული კვლევა სჭირდება.

მუტაცია და გენეტიკური ცვლილებები, ადამიანთა შორის ცირკულაციის დროს, ყველა ვირუსის ბუნებრივი დამახასიათებელი თვისებაა. მათ შორის SARS-CoV-2-ის. სარს კოვ ორის შემთხვევაში, ბრიტანელი მეცნიერების დაკვირვებით, გლობალურად, თვეში ერთიდან ორამდე მუტაცია ვლინდება. 2019 წლის შემდეგ, სარს-კოვ-2-მა რამდენიმე ათასი მუტაცია განიცადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG