ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა შემთხვევაში შევა ბაიდენი თეთრ სახლში - დონალდ ტრამპი ახალ განცხადებას აქვეყნებს


ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და მოუწოდებს ჯო ბაიდენს დაადასტუროს, რომ მას ხმა 80-მა მილიონმა ამერიკელმა მისცა.

"ბაიდენი მხოლოდ მაშინ შემოვა თეთრ სახლში როგორც პრეზიდენტი, როცა ის შეძლებს დაადასტუროს, რომ ეს სასაცილო "80 მილიონი ხმა " თაღლითურად ან უკანონოდ არ იქნა მოპოვებული. როდესაც ვხედავთ რა მოხდა დეტროიტში, ატლანტაში, ფილადელფიასა და მილოუაკიში, სადაც მასიური თაღლითობა ფიქსირდება შეიძლება ითქვას, რომ მას დიდი გადაუჭრელი პრობლემა აქვს!,"- წერს ამერიკის მოქმედი 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

პრეიზდენტის ეს განცხადებები როგორც "ტვიტერმა" ასევე "ფეისბუქმა" სპეციალური სიმბოლოებით მონიშნეს. ტვიტერზე პრეზიდენტის განცხადების ქვემოთ წერია, რომ, " განცხადება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არის სადავო"

სოციალურმა ქსელმა "ფეისბუქმა" კი პრეზიდენტის განცხადების ქვემოთ მომხმარებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფოსტით ხმის მიცემას და ადგილზე ხმის მიცემას ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ისტორია აქვს. აქვე სოციალური ქსელი მონიჭვნაში წერს, რომ ორივე ხმის მიცემის მეთოდის გამოყენების დროს იშვიათია თაღლითობა.

ეს განცხადება ტვიტერზე ტრამპმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, მანამდე, კი გუშინ თქვა, რომ თეთრ სახლს დატოვებს თუ არჩევნებში ჯო ბაიდენს გამარჯვებულად ამერიკის საარჩევნო კოლეგია დაასახელებს.

საარჩევნო კოლეგია შედეგებს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს, საბოლოოდ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს კი ოფიციალურად კონგრესის ორივე პალატა დეკემბერში დაასახელებს. კონგრესი გადაწყვეტილებას კი მას შემდეგ იღებს, რაც კოლეგიაში ხმების გადანაწილება იქნება დასრულებული.

ამ დროისთვის, არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენია, მას საარჩევნო კოლეგიაში 306 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 232. პრეზიდენტი ტრამპი დღეს გავრცელებულ განცხადებაში ე.წ. პოპულარულ ხმებზე საუბრობდა. წელს ამერიკაში რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. პრეზიდენტ ტრამპს ხმა მისცა 73 მილიონზე მეტმა ადამიანმა, ჯო ბაიდენს კი ხმა მისცა 81 მილიონამდე ადამიანმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG