ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელ ამომრჩეველთა ნახევარს სჯერა, რომ ტრამპმა არჩევნებში "სამართლიანად გაიმარჯვა"


ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამერიკელ რესპუბლიკელ ამომრჩეველთა დაახლოებით ნახევარს, სჯერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების, რომ მან ორი კვირის წინ, თავის დემოკრატ მეტოქე - პრეზიდენტად არჩეულ ჯო ბაიდენს, არჩევნებში “სამართლიანად მოუგო”.



ტრამპი თითქმის ყოველღიურად აკეთებდა უსაფუძვლო განცხადებებს, რომ ხმის მიცემის და დათვლის პროცესი მის საწინააღმდეგოდ მასობრივად გაყალბდა და შედეგის აღიარებაზე უარი თქვა.

“როიტერ/იპსოს”-ის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული 1300 ადამიანის გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ბაიდენის გამარჯვებას 73 პროცენტი ეთანხმება, 5 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ტრამპმა გაიმარჯვა. თუმცა, რესპუბლიკელები შედეგის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, როდესაც კონკრეტულად ჰკითხეს: ბაიდენმა “სამართლიანად თუ გაიმარჯვა”.

52-მა პროცენტმა თქვა, რომ ტრამპმა “სამართლიანად გაიმარჯვა” და ბაიდენზე იგივე მხოლოდ 29 პროცენტმა თქვა. როდესაც ჰკითხეს, თუ ასე რატომ ფიქრობენ, რესპუბლიკელთა 68 პროცენტმა ტრამპის მსგავსად გამოხატა შეშფოთება, რომ არჩევნები “გაყალბებული” იყო. იგივე მოსაზრება დემოკრატების მხოლოდ 16 პროცენტს და დამოუკიდებელი ამომრჩევლების ერთ მესამედს ჰქონდა.



მთლიანობაში, გამოკითხვამ აჩვენა, რომ შეერთებული შტატების ზრდასრული მოსახლეობის 55 პროცენტს სჯერა, რომ არჩევნები “ლეგიტიმური და ზუსტი” იყო. ეს ციფრი, 2016 წლის არჩევნების შემდეგ ჩატარებული მსგავსი გამოკითხვის ციფრზე 7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.


ბოლო დღეებში ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა 28 პროცენტმა თქვა, ისინი ფიქრობენ, რომ არჩევნები “უკანონო ხმის მიცემის და ან არჩევნების გაყალბების შედეგი” იყო. ეს მაჩვენებელი, ოთხი წლის წინანდელ ციფრთან შედარებით 12 პუნქტით არის გაზრდილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG