ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის მთავარი მრჩეველი: ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში მშვიდობიანი გადაბარება მოხდება


ორშაბათს ისე გამოჩნდა, თითქოს დონალდ ტრამპის მთავარი მრჩეველი აღიარებდა, რომ პრეზიდენტს მცირე შანსი ჰქონდა ამ თვეში გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ და სხვა საკვანძო მრჩევლებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ პრეზიდენტს მეორე ვადა ექნება.
თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო’ბრაიენმა გლობალური უსაფრთხოების ვირტუალურ ფორუმს უთხრა:
“შეხედეთ, თუ დადგინდება, რომ გამარჯვებული ბაიდენ-ჰარისის ტანდემია, აშკარაა, რომ ახლა ეს ასე გამოიყურება, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოდან ძალიან პროფესიული გადაბარება გვექნება, “ამასთან დაკავშირებით კითხვა არ არსებობს“. დიდებულია ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ესტაფეტის კვერთხს გადავცემთ და ყველაზე დაპირისპირებულ პერიოდებშიც კი, მშვიდი, წარმატებული გადაბარებები გვაქვს.”



ო’ბრაიენის კომენტარები გაკეთდა იმ დროს, როდესაც ტრამპი სოციალურ მედიაში აგრძელებდა დაჟინებით მტკიცებას, რომ არჩევნები გაყალბდა და გამარჯვებულად ის უნდა გამოცხადდეს და არა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც მედია საშუალებებმა 7 ნოემბერს სავარაუდო გამარჯვებულად გამოაცხადეს.
ო’ბრაიენის შენიშვნების გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტმა ტრამპმა “ტვიტერით” გაავრცელა:
“რადიკალი მემარცხენე დემოკრატები, თავის პარტნიორ - ყალბი ახალი ამბების მედიასთან თანამშრომლობით, ამ არჩევნების მოპარვას ცდილობენ. ჩვენ მათ ამის ნებას არ მივცემთ.”
“ტვიტერმა” პრეზიდენტის ეს შეტყობინება, სხვა შეტყობინობებთან ერთად, რომელშიც ტრამპი აცხადებდა, რომ არჩევნებში მან გაიმარჯვა, მონიშნა როგორც - “საკამათო”.


ორშაბათს, ო’ბრაიენს თითქოს უფრო შემრიგებლური ტონი ჰქონდა და თქვა:
“თუ იქნება ახალი ადმინისტრაცია, ისინი იმსახურებენ იმას, რომ მოვიდნენ და საკუთარი წესები დანერგონ. მათ ეყოლებათ პროფესიონალები, რომლებიც აქ თანამდებობების დასაკავებლად მოდიან და ბევრი მათგანი ადრე აქ უკვე იყო.”


ო’ბრაიენმა იმედი გამოთქვა, რომ თუ ბაიდენი პრეზიდენტი გახდება, ის ტრამპის ზოგიერთ წარმატებულ საქმეს გააგრძელებს, განსაკუთრებით - ისრაელს, გაერთიანებულ არაბულ საემიროებსა და ბაჰრეინს შორის დადებულ აბრამის შეთანხმებებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG