ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის გათვლები ბელარუსში


ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები თითქმის სამი თვეა, რაც გრძელდება. მინსკის ქუჩებში მიმდინარე მოვლენებს მოსკოვი, სიფრთხილით აკვირდებოდა. თუ თავდაპირველად, ლუკაშენკოს მისამართით კრემლში თავს იკავებდნენ მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებისკენ, მოგვიანებით მოსკოვმა მას დახმარება აღუთქვა.

„ალექსანდრე გრიგორიევიჩმა მთხოვა პოლიციის რეზერვის შექმნა მისთვის. ასეც გავაკეთე. ასევე შევთანხმდით, რომ რეზერვის გამოყენება არ მოხდება, გარდა იმ შეთხვევისა როცა სიტუაციაა კონტროლს დაკარგავს", - განაცხადა პუტინმა.

რიტორიკა შეცვალა ბელარუსის ლიდერმაც, ლუკაშენკო წინასაარჩევნოდ საპროტესტო ტალღის აგორებაში, კრემლს დებდა ბრალს. ახლა ის უკვე ნატოსა და ევროკავშირისკენ მიუთითებს. “ვფიქრობ ლუკაშენკომ გაანალიზა, რომ... ერთადერთი გზა ხელისუფლებაში დასარჩენად რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდაა. რადგან პუტინი ერთადერთია, რომელიც მას მხარს დაუჭერს თანამდებობის შესანარჩუნებლად. ნათელია, რომ ევროკავშირი და შეერთებული შტატები ამას არ გააკეთებენ, - ამბობს ანჯელა სტენტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების დირექტორი.

საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ლუკაშენკომ კრემლისგან 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების სესხის და სპეცრაზმით დახმარების დაპირება მიიღო. ქვეყანაში სახელმწიფო ტელევიზიების დასახმარებლად რუსული მედიის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.

ევროპის უკანასკნელი დიქტატორი, როგორც ლუკაშენკოს ხშირად მოიხსენიებენ, კრემლისგან მისი 26 წლიანი მმართველობის პერიოდში გარკვეული თავისუფლების შენარჩუნებას ახერხებდა. რუსეთი ბელარუსს საჰაერო ბაზის გახსნას თხოვდა, რაზეც მინსკი თავს იკავებდა. ბელარუსი უარს ამბობდა ასევე უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე „მოკავშირე სახელმწიფოს“ ფარგლებში.

თუმცა, ახლა, როცა დასუსტებული ლუკაშენკოს ერთადერთი იმედი, კრემლია - თუ ხელისუფლებაში დარჩენას მოახერხებს, კრემლისთვის ის უფრო ადვილად კონტროლირებადი იქნება.

პუტინი და ლუკაშენკო ჰოკეის თამაშობენ
პუტინი და ლუკაშენკო ჰოკეის თამაშობენ

“ვფიქრობ, პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა, რომ მართალია მას და ლუკაშენკოს ახლო ურთიერთობა არ აქვთ, რუსეთის ინტერესში მის საზღვარზე ფერადი რევოლუცია არაა. Მას მოკავშირე სახელმწიფო აქვს ბელარუსთან. ბელორუსი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრია. ამიტომ ახლა სურთ დატოვონ ის ხელისუფლებაში, ის უფრო დამოკიდებული იქნება რუსეთზე. და საბოლოოდ კრემლი ფიქრობს, რომ სხვა ლიდერი გამოჩნდება... ისინი ფსონს დებენ მის ხელისუფლებაში დარჩენაზე ამ ეტაპზე და იმის უზრუნველყოფაზე, რომ ბელარუსი რუსეთის ორბიტაზე დარჩეს“, - ამბობს სტენტი.

რუსეთის ენერგო ექსპორტი დასავლეთში, ბელარუსზე გადის, მინსკი მოსკოვისგან იაფ გაზსა და ნავთობს იღებს, რომლის ფასიც ლუკაშენკოს გაჯიუტების ხარისხის მიხედევით მერყეობდა. ქვეყანა ასევე ხშირად მასპინძლობდა საერთო წვრთნებს და მოსკოვს ბელარუსში რამდენიმე სამხდერო მნიშვნელობის ობიექტი აქვს, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების სარადარო სადგური.

ცოტა ხნის წინ, კრემლმა გაიმეორა ლუკაშენკოს ნაბიჯი და ძებნა გამოაცხადა ოპოზიციონერ სვეტლანა ციხანუსკაიაზე, რომელსაც საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუწია.

რამ განაპირობა კრემლის თავშეკავბული რიტორიკიდან ლუკაშენკოს გადარჩენის მცდელობაზე გადასვლა? ჯონ ჰერბსტი ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელი ამბობს, რომ კრემლისთვის ხელისუფლების ცვლილება რევოლუციის საფრთხეს შეიცავს.

“ძლიერი ლიდერის ხელისუფლებისგან ქუჩის პროტესტით ჩამოშორება პრეცედენტია. არ სურთ ამას ხელი შეუწყონ”, - აცხადებს ჰებრსტი.

პოსტ- საბჭოთა ქვეყნებში, საპროტესტო გამოსვლებს მოსკოვი ხშირად აფასებს, როგორც დასავლეთის ინსცენირებულს, სოროსის ორკესტრირებულს და გარე ძალების მიერ საზოგადოების მანიპულაციისთვის ორგანიზებულ მოვლენას. თუმცა, სხვადასხვა ქვეყანაში, კრემლის გზავნილები განსხვავებულია. თუ უკრაინაში მაიდანის მოვლენების დროს და საქართველოში გასული წლის საპროტესტო ტალღის შემდეგ, კრემლი აქტიურად ცდილობდა დემონსტრანტების წინააღმდეგ გალაშქრებას, სხვა შემთხვევებში, როგორიც იყო სომხეთის ე.წ. ხავერდოვანი რევოლუცია მოსკოვი ამ შეფასებებისგან იკავებდა თავს.

კრემლის პოზიციონირებას ის განსაზღვრას თუ რამდენადაა მისი ინტერესი საფრთხის ქვეშ ამა თუ იმ ქვეყანაში, - ამბობს ჯონ ჰერბსტი.

„მთავარი მიზეზი ის იყო, რომ იცოდნენ, უკრაინა, მთავრობის ცვლილებასთან ერთად დასავლეთით წავიდოდა. სომხეთის და ბელარუსის შემთხვევაში ეს ასე არაა. თუმცა, სომხეთის შემთხვევაში... კრემლს არ მოსწონდა რა გზითაც მოვიდა [ფაშინიანი] ხელისუფლებაში, თუმცა ფაშინიანმა ჭკვიანურად იმოქმედა. მან ნათლად თქვა, რომ პრემიერად გახდომის შემთხვევაში საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლებოდა. და ეს მოსკოვისთვის საკმარისი იყო. თუმცა ვფიქრობ ეს ერთ-ერთი მიზეზია იმის, თუ რატომ არ ცდილობს მოსკოვი სტაბილური ცეცხლის შეწყვეტის შესრულების უზრუნველყოფას [მთიან ყარაბაღში]. კრემლს სურს აჩვენოს ფაშინიანს, რომ მას კრემლი სჭირდება“, - თქვა მან.

პროტესტი ბელორუსში
პროტესტი ბელორუსში

აგვისტოში, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლა მიმომხილველების ნაწილმა ბელარუსის დემონსტრაციებს და ხაბაროვსკში საპროტესტო გამოსვლებს დაუკავშირა, იმ არგუმენტით, რომ კრემლს ეშინია სამეზობლოში მიმდინარე მოვლენები რუსეთსაც არ გადაედოს. ამ მხრივ კი პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე სწორედ ნავალნია.

“კრემლი ნერვიულობდა ხაბაროვსკსა და ბელორუსზე, როცა ნავალნი მოწამლეს და ეს შეიძლება იყოს ამის ამხსნელი, თუმცა ეს არ ვიცით”, - განმარტავს ჰერბსტი.

რთული სათქმელია, თუ საბოლოოდ რა პოლიტიკას აირჩევს კრემლი ბელარუსის მიმართ: ლუკაშენკოზე დასდებს ფსონს, თუ ეცდება სხვა ახალი, მისთვის მისაღები კანდიდატი გამონახოს. სავარადუდოდ, ამას მინსკის ქუჩებში მოვლენების განვითარება განსაზღვრავს.

თუმცა, ერთი რამ ნათელია: დასავლეთისკენ მიმავალი მთავრობა ბელარუსში მოსკოვისთვის წითელი ხაზია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG