ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ერთ დღეში 69,000-ს კოვიდინფიცირებული გამოვლინდა


აშშ-ში, გუშინდელი დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ივლისის შემდეგ და ეს ციფრი ერთ დღეში 69,000-ს გაუტოლდა. მთელი ქვეყნის მასტაბით შემთხვევათა ზრდის ფონზე და ვირუსის გავრცელების შესამცირებლად, აშშ-ის შტატების მესვეურები ახალი პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

ქვეყანა ვირუსით ინფიცირების მატების ფონზე ცხოვრობს. შესაბამისად, მომატებულია ჰოსპიტალიზების შემთხვევებიც. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანდაცვის კვლევის და ევალუაციის ინსტიტუტი იტყობინება, რომ იანვრის შუა პერიოდისთვის დღიურად 2, 300 ადამიანი შეეწირება ამ ვირუსს, 1 თებერვლისთვის კი გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ამ გათვლებით შესაძლოა 389,000-ს მიაღწიოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG