ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეზღუდვები ევროპაში - კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მატულობს


ათობით ევროპული ქალაქი, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, კვლავ ჩაიკეტილია. საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებები სწრაფად ივსება და არსებობს საშიშროება, რომ ზამთრისთვის ჯანდაცვის სისტემები გადაიტვირთება. სწორედ ამიტომ, მიუხედავად ცუდი ეკონომიკური ეფექტისა, გაზაფხულზე დაწესებული შეზღუდვების კვლავ აღდგენა, აქტუალური საკითხი ხდება.

სინათლის ქალაქი, კვლავ სიბნელეში ჩაიძირა - პარიზი იმ რვა სხვა ფრანგულ ქალაქს შორისაა, სადაც ღამით კომენდანტის საათი მოქმედებს, ყველა რესტორანი, ბარი, მაღაზია, ვალდებულია კარი საღამოს ცხრა საათიდან, დილი ექვს საათამდე დაკეტოს.

ღამის კომენდანტის საათის დაწესების შესახებ, პრეზიდენტმა მაკრონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდია.

„მეცნიერები თანხმდებიან, რომ ამ ვირუსთან გამკლავება, მინიმუმ, 2021 წლის ზაფხულამდე მოგვიწევს“ - განაცხადა მაკრონმა.

მადრიდი, ესპანეთი
მადრიდი, ესპანეთი

შეზღუდვები ამოქმედდა ესპანეთის ცხრა დიდ ქალაქში, მათ შორის ბარსელონაში. ქალაქებში საგანგებო მდოგმარეობაა გამოცხადეული და აკრძალვები, რეგიონის გარეთ მოგზაურობაზე ლიმიტებს აწესებს. ბრძანების საფუძველზე, ბარსელონაში, მინიმუმ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დახურულია ბარები და რესტორნები.

შეზღუდვებს ადგილობრივი რესტორნის მფლობელები აპროტესტებენ. „ვინ აიღებს, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლების ხელფასებზე პასუხისმგებლობას? ვინ გადაიხდის ჩვენს ქირას?“ - კითხულობს ბარსელონაში მოქმედი ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე ხულიო როდრიგესი.

ესპანეთმა ბიზნესის ფინანსური დახმარების მოცულობა გააფართოვა. ევროპას, პანდემიასთან გამკლავება სულ უფრო ძვირი უჯდება.

ორი კვირით, რესტორნებისა და ბარების დაკეტვის ბრძანება გასცა გერმანიის მთავრობამაც.

მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ინფიცირების მაჩვენებლების მატება, სასწავლო პროცესის აღდგენამ გამოიწვია, და იმ ახალგაზრდებმა, ვინც სექტემბერში სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში დაბრუნდნენ.

„ასე ჩვენ კვლავ შევუქმნით რისკს მოხუცებს და რისკის ჯგუფში შემავალ სხვა ადამიანებს. ამის შედეგად კი ჰოსპიტალების გადავსება, მხოლოდ რამდენიმე დღის საქმე იქნება“ - აცხადებს დოქტორი, ნორთამბრიის უნივერსიტეტიდან.

ბრიტანეთმა უკვე აამოქმედა შეზღუდვების დაწესების, სამსაფეხურიანი სისტემა. ინფიცირების მხრივ, განსაკუთრებულ ზარალს ლივერპული განიცდის. ექიმები აცხადებენ, რომ ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში, საწოლთა 95% უკვე დაკავებულია.

„თუ ასე განვაგრძობთ, ვირუსი სულ უფრო გავრცელდება. ის ზუსტად ისე იმოქმედებს, როგორც მაგალითად ტუბერკულოზი წლების წინ. როცა ახალგარზდა ვიყავი, ამ დაავადებით უამრავი ადამიანი კვდებოდა“ - აცხადებს ლივერპულის მკვიდრი ჯერ მაკნელი.

მიუხედავად ევროპული ქალაქების მცდელობისა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ლოკალური შეზღუდვები და „ჩაკეტვები“ საკმარისი არ არის. მაგრამ, მაგალითად, ბრიტანეთის მტავრობა ამბობს, რომ არ სურს ქვეყანა სრულად „ჩაკეტოს“. ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს ეკონომიკას და საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზარალებს. მაგრამ, საავადმყოფოები ივსება და კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაც მატულობს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG