ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკური პარტიის ყრილობამ შესაძლოა მედიის გარეშე ჩაიაროს


დონალდ ტრამპის პრეზიდენტად ხელახალი ნომინაციის კენჭისყრა აგვისტოს დასასრულისკენ დახურულად ჩატარდება. ყრილობაზე არ დაუშვებენ მედიის წარმომადგენლებს. ეს განცხადება, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობის პრეს-სპიკერმა გააკეთა და მიზეზად ახლი კორონავირუსი დაასახელა.

პრეზიდენტმა ტრამპმა საჯარო ყრილობა, რომელიც გასულ თვეში, ფლორიდაში უნდა ჩატარებულიყო, შტატში კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის გამო გადადო.

24 აგვისტოს პარტიის 336 დელეგატი ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტში შეიკრიბება, რათა ოფიციალურად მისცენ ხმა ტრამპის, როგორც პარტიის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში.

ტრადიციულად ყრილობებზე, პარტიისთვის. მედია ყურადღების მიპყრობა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. პარტიები ცდილობენ რაც შეიძლება მეტად გაშუქდეს ღონისძიება და საკუთარი გზავნილი რაც შეიძლება მეტ ამომრჩევლამდე მიიტანონ. თუ ეს გადაწვეტილება ასე დარჩება, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა თანამედროვე ისტორიაში მსგავსი ღონისძიება მედიის გარეშე ჩატარდება.

პარტიის იმ 336 დელეგატს, რომელიც ყრილობაში მონაწილეობას მიიღებს, სხვა 2500 დელეგატის ხმის რწმუნებაც ექნება. დელეგატთა უმეტესობა ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების და დაავადების გავრცელების შემცირების მიზეზების გამო ყრილობაში ფიზიკურ მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG