ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის დილემა - 2016 წლის გუნდი, 2020-ის არჩევნებისთვის


ყველამ, ვისაც მოსუმენია, როგორ საუბრობს ის, იცის, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2016 წლის მოვლენების ახლიდან გაცოცხლება უყვარს.

ის ახალ სიცოცხლეს აძლევს თავდასხმის ძველ ხაზებს, რომლებიც ადრე ჰილარი კლინტონისადმი იყო მიმართული, ყვება არჩევნების ღამის დრამაზე, შედეგებით განცვიფრებულ ტელეწამყვანებზე.

ახლა, ტრამპი ირგვლივ კვლავ 2016 წლის წინასაარჩევნo გუნდს იკრებს.

მაგრამ, 2020, 2016 არ არის და პრეზიდენტის წინაშე არსებული კრიზისების ფონზე, ტრამპის მრჩეველთა მღელვარება სულ უფრო იზრდება. კრიზისები კი თან დაერთო პანდემიას - ჯანდაცვის და ეკონომიკის კუთხით, ასევე ბოლო კვირების განმავლობაში წარმოქმნილი საპროტესტო ტალღა, რომელიც მთელს ქვეყანას მოედო.

„2016 წლის გუნდის შეკრება ფანტასტიურია, მაგრამ ფაქტი ფაქტია. არჩევნების მოგება რთულად, მაგრამ მაინც შეძლო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან არაფერი გააკეთა მხარდაჭერის შესანარჩუნებლად“ - ამბობს სემ ნუნბერგი, რომელიც 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპის მრჩეველი იყო.

„ის ნოსტალგიით გამარჯვებას ვერ შეძლებს. ეს იგივე რბოლა არ არის. ეს რბოლა არა სლოგანების და თემების, არამედ იმის შესახებაა, თუ „რა გააკეთე შენ ჩემთვის და რატომ უნდა აგირჩიო კვლავ“ - ამბობს ნუნბერგი.

ტრამპს, წინასაარჩევნოდ ძლიერი ეკონომიკა ეიმედებოდა, ვიდრე მას პანდემია დააზარალებდა. ის იმედოვნებდა, რომ დემოკრატ ოპონენტთან კულტურულ ომს გააჩაღებდა, რადგან ის არ ელოდა კონკურენტად შედარებით ზომიერ ჯო ბაიდენს.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, მიუხედავად გარეგნული თვითდარწმუნებულობისა, დონალდ ტრამპმა კონსულტატებს განუცხადა, რომ უჭირს გამოკითხვების შედეგების დაჯერება, რომელიც მის უკუსვლას აჩვენებს. სწორედ ამიტომ, ის კომპანიის მენეჯერს, ბრედ პარსკეილს საყვედურობს.

თეთრ სახლში, პრეზიდენტის 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ბევრი ცნობილი სახე დაბრუნდა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც უკან არ დაბრუნებულან. ასევე, ისეთებიც, რომლებიც აქამდეც არსად წასულან, მაგალითად, ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი.

ტრამპის ბიოგრაფი, ტიმოთი ო ბრაინი, რომელიც მოგვიანებით მაიკლ ბლუმბერგისთვის მუშაობდა ამბობს, რომ „პრეზიდენტი „ბუშტში" ცხოვრობს და მხოლოდ ისეთ ადამიანებს იკრებს ირგვლივ, ვინც მათ ეთანხმება.

XS
SM
MD
LG