ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ეკონომიკა ოფიციალურად რეცესიას განიცდის


ეკონომიკის მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომ ამერიკის ეკონომიკისთვის რეცესიის პერიოდი თებერვლიდან დაიწყო. ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს კომიტეტი, რომელსაც ამგავრი განცხადების ოფიციალურად გაკეთების უფლება აქვს, რეცესიას განმარტავს, როგორც "ეკონომიკური აქტივობის კლებას, რომელიც რამდენიმე თვეზე მეტხანს გრძელდება". ამ განცხადებით ამერიკის ისტორიაში ეკონომიკის ზრდის ყველაზე გრძელი პერიოდი დასრულდა.

"იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გვეღიარებინა, თუ არა ეს პროცესი რეცესიად, კომისიამ შეაფასა შეკუმშვის სიღრმე, მისი ხანგრძლივობა და შემცირდა, თუ არა ეკონომიკური აქტივობა ფართოდ, მთელ ეკონომიკურ სპექტრში. კომიტეტი აღიარებს, რომ პანდემიამ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საპასუხო ზომებმა რამდენიმე სხვადასხვა მახასიათებლით დაღმასვლა გამოიწვია", - ვკითხულობთ კომიტეტის განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტი წლის პირველი სამი თვის განმავლობაში 4.8 %-მდე დაეცა, უმუშევრობამ კი თებერვლის 3.5%იდან 14.7 %-ს მიაღწია აპრილში. თუმცა მაისში 13.3 %-მდე შემცირდა.

ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, ეს რეცესია ხანმოკლე იქნება, რადგან ეკონომიკური წარმოება აღდგება და ადამიანებიც სამსახურებს დაუბრუნდებიან. თუმცა, მათი იმედები კორონავირუსის დაბრუნების შიშითაც არის შეზღუდული. თუკი ეს მოხდება, ამერიკის ეკონომიკას პანდემიამდელ მდგომარეობამდე დასაბრუნებლად შესაძლოა ორ წელზე მეტი ხანი დასჭირდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG