ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდ ბრიტანეთში უმუშევრობა რეკორდულად გაიზარდა


ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ბრიტანეთში უმუშევრობის დონე რეკორდულად გაიზარდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში 90-იანი წლების შემდეგ არ დაფიქსირებულა. ხელისუფლება შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებს.

ქვეყანაში ამ დროისთვის უსამსახუროდ დარჩენილთა რაოდენობა 2.1 მილიონს აჭარბებს. მონაცემები აპრილში 856 000 გაიზარდა. დიდ ბრიტანეთში, ბოლო 24 წლის განმავლობაში უმუშევრობის მაჩვენებელი სულ 69% გაიზარდა.

სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ შესაძლებელი იყო მონაცემები გაცილებით უფრო დიდი ყოფილიყო და ქვეყანაში მდგომარეობა გაცილებით რთული, რომ არა მთავრობის სამოქმედო გეგმა და გადადგმული ნაბიჯები როგორც დამსაქმებლებისადმი ასევე დასაქმებულთათვის.

თუმცა არ არის გამორიცხული მონაცემები გაიზარდოს და ბიზნესების ნაწილი დაიხუროს კიდეც. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

გაერთიანებული სამეფოს ცენტრალურ ბანკში ამბობენ, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა აღდგენას 2021 წლიდან დაიწყებს. ბანკმა უკვე გამოყო 250 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე თანხა ეკონომიკის სტიმულირებისთვის.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG