ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალერის წინააღმდეგ სავარუდო შეთქმულება მზადდებოდა


გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ ქალი, რომელიც ანონიმურობის დაცვას ითხოვს, აცხადებს, რომ 20 ათასი დოლარი შესთავაზეს იმისთვის, რომ მას სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი სექსუალურ ძალადობაში დაედანაშაულებინა.

მალერის სპეციალურ ჯგუფი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის მიერ რუსეთთან თანამშროლმობის ბრალდებას იძიებს.

მალერის წარმომადგენელმა პიტერ ქარმა, რომელიც საჯარო განცხადებებს იშვიათად აკეთებს, აღნიშნა, რომ “ჩვენ გასულ კვირას შევიტყეთ, რომ რამდენიმე ქალს ფული შეთავაზეს იმისთვის, რომ მათ სპეციალურ გამომძიებელზე ცრუ განცხადებები გაეკეთებინათ. ჩვენ ეს საქმე დაუყოვნებლივ გადავეცით გამოძიების ფედერალურ ბიუროს.”

ქარის თქმით, ამ მცდელობის მიზანი მალერის დისკრედიტაციაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG