ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი გენერალურ პროკურორს მოუწოდებს, "კუდიანებზე ნადირობა" შეწყვიტოს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალურ პროკურორ ჯეფ სეშენსს „ტვიტერით“ მოუწოდა, დაუყოვნებლად შეწყვიტოს „კუდიანებზე ნადირობა“.

„ეს საშინელი მდგომარეობაა და გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა ახლავე უნდა შეწყვიტოს ეს დადგმული „კუდიანებზე ნადირობა“, სანამ ის ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ ჩირქს მოსცხებს. ბობ მალერი სავსებით ინტერესტთა კონფლიქტშია ჩაფლული და მისი 17 გაბრაზებული დემოკრატი, რომლებიც მის ბინძურ საქმეს აკეთებენ, შეერთებული შტატების სირცხვილია.“ დაწერა პრეზიდენტმა.

რუსეთის გამოძიების საქმეში, მალერი მთავარ აქცენტს იმაზე აკეთებს, ტრამპმა შეუშალა თუ არა ხელი მართლმსაჯულებას. დღეს გამოქვეყნებული „ტვიტერის“ გზავნილი, შესაძლოა, მისი გუნდის მიერ გულმოდგინე შესწავლის საგანი გახდეს.

ტრამპმა არაერთხელ უარყო ბრალდება, რომ მისი საარჩევნო კამპანია რუსეთს საიდუმლოდ გაურიგდა და ხშირად აკრიტიკებდა ჯეფ სეშენსს იმის გამო, რომ ამ საქმის გამოძიებას განერიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG