ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა გენერალური პროკურორი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაილაშქრა გენერალური პროკურორის წინააღმდეგ. "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ ახალ პოსტში პრეზიდენტი წერს, რომ ჯეფ სეშენსი არაა „ნამდვილი გენპროკურორი“:

"ის რომ ნამდვილი გენერალური პროკურორი ყოფილიყო, კუდიანებზე ეს ნადირობა საერთოდ არ დაიწყებოდა", - თქვა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ გამოძიება რეალურად სხვა ადამიანებით ინტერესდება და არა მათით, ვინც საჭიროა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ქვეყნის გენრპოკურორს ესხმის თავს და აკრიტიკებს. იუსტიციის დეპარტამენტი ოფიციალურად ზედამხედველობს რობერტ მალერის სპეციალურ გამოძიებას, რომლის ინტერესის საგანიც სწორედ ისაა, ჰქონდათ, თუ არა ტრამპის წინასაარჩევნო გუნდის წევრებს კავშირი რუსეთთან, რომელიც ამერიკის არჩევნებში ჩაერია, ასევე ის, გამოიყენა თუ არა ბოროტად პრეზიდენტმა უფლებამოსილება გამოძიებისთვის ხელის შესაშლელად, როდესაც გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა.

თავად სეშენსი იძულებული იყო ინტერესთა კონფლიქტის გამო გამოძიების ზედამხედველობა აეცილებინა. მას თვითონ ჰქონდა რუსეთის მაშინდელ ელჩთან შეხვედრები ვაშინგტონში 2016 წელს.

ტრამპმა ასევე ახსენა რობერტ მალერის სპეციალურ გამომძიებელთა გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უკვე ყოფილი წევრი - პეტერ სტრზოკი, რომელიც FBI-ის აგენტი იყო და დაითხოვეს მას შემდეგ, რაც მის მიმოწერაში პრეზიდენტის დამაკნინებელი საუბარი აღმოაჩინეს. ის გასულ კვირას გაათავისუფლეს სამსახურიდან. ეს მიუხედავად იმისა, რომ მანამდე იუსტიციის დეპარტამენტი ირწმუნებოდა, რომ არსებულ მიმოწერაში არაფერი იყო ისეთი, რაც პრეზიდენტ ტრამპის არჩევის საწინააღმდეგო ქმედებებზე მიუთითებდა.

ტრამპმა თქვა, რომ ამ გამოძიების ოფიციალური მიზეზები გამოგონილია, და ეს FBI-ის ყოფილმა აგენტმაც, დემოკრატებმაც და სხვებმაც სინამდვილეში ძალიან კარგად იციან.

თავად სეშენსი იძულებული იყო ინტერესთა კონფლიქტის გამო გამოძიების ზედამხედველობა აეცილებინა. მას თავად ჰქონდა რუსეთის მაშინდელ ელჩთან შეხვედრები ვაშინგტონში 2016 წელს.

სპეციალური გამოძიება, რომელსაც რობერტ მალერი ხელმძღვანელობს, უკვე 15 თვეა მიმდინარეობს.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG