ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალეპოს უდიდესი ნაწილი სირიის სამთავრობო ძალებმა დაიკავეს


ალეპო, სირია
ალეპო, სირია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თქმით, მათ აქვთ ცნობები იმის შესახებ, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა დაახლოებით 82 მშვიდობიან მოქალაქე სიცოცხლეს გამოასალმეს. ორგანიზაციის განცხადებით, ამბოხებულები სამთავრობო ძალებთან ბრძოლაში მათ უკანასკნელ ბასტიონებს სავარაუდოდ დაკარგავენ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, დღეს განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსახლეობას „არსად გასაქცევი ადგილი არ აქვს“. ორგანიზაციის თქმით, ჰუმანიტარული სიტუაციის გასაუმჯობესებლად საჭიროა დაუყოვნებელი ქმედება.

სამთავრობო ძალებმა რუსეთის დახმარებით, ალეპოს უმეტესი ნაწილი დაიკავეს და მეამბოხეებს მხოლოდ რამდენიმე კვარტალი უჭირავთ. მიმომხილველების თქმით, ასადის მიერ ამ ტერიტორიის დაკავებას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რომლის შემდეგ ასადი მის რუს და ირანელ მხარდამჭერებთან ერთად, სირიის დასავლეთში მეამბოხეების მიერ დაკავებული სხვა ნაწილებზე განახორციელებს შეტევებს. მეამბოხეებისთვის ალეპოს დაკარგვა ფუნდამენტურად ცვლის ბრძოლის ტაქტიკას და მათ სავარაუდოდ პარტიზანულ ომზე გადასვლა მოუწევთ.

XS
SM
MD
LG