ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრის შემდეგ ინდონეზიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა


მიწისძვრა ინდონეზიაში
მიწისძვრა ინდონეზიაში

ინდონეზიაში მაშველები ნანგრევებს შორის დაზარალებულებს ეძებენ. მთავრობამ ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 7 ნოემბრის მიწისძვრას დაახლოებით 100 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 600-ზე მეტი დაშავდა. ათასობით ადამიანმა ღამე მეჩეთებსა და სხვა დროებით თავშესაფარში გაათენა. ინდონეზიის წითელი ჯვრის ორგანიზაცია ადგილზე ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს და პირველადი მოხმარების ნივთებს აწვდის დაზარალებულებს.

ინდონეზია სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობას და იქ მიწისძვრების რისკი მაღალია. 2004 წელს ქვეყანა, თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრის ცენტრში აღმოჩნდა, რომელსაც დაახლოებით 230,000 ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG