ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრას ინდონეზიაში 97 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა


მიწისძვრა ინდონეზიაში
მიწისძვრა ინდონეზიაში

ინდონეზიაში რიხტერის შკალით 6.5 სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს ქალაქ პიდიჟაიაში, 97 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. ქალაქი სუმატრას კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მიწისძვრის შედეგად მრავალი შენობა-ნაგებობა დაზიანდა, მათ შორის, მეჩეთები, მაღაზიები და სახლები.

ინდონეზია სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობას და იქ მიწისძვრების რისკი მაღალია. 2004 წელს ქვეყანა, თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრის ცენტრში აღმოჩნდა, რომელსაც ჯამში დაახლოებით 230,000 ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG