ჯილ სტეინი - მწვანეთა პარტიის კანდიდატი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე - აცხადებს, რომ ორპარტიული სისტემის დომინირების მიუხედავად, გამარჯვების შანსი აქვს. ის ორივე წამყვანი პარტიის კანდიდატს აკრიტიკებს და პრეზიდენტის პოსტის დაკავების იმედს გამოთქვამს.
ოთხშაბათს ამომრჩევლებთან მოწყობილ შეხვედრაზე, რომლის ორგანიზატორი ტელეკომპანია “სი-ენ-ენი” იყო, ჯილ სტეინმა ჰილარი კლინტონის სამსახურეობრივ ბიოგრაფიას “ძალიან შემაშფოთებელი” უწოდა. დონალდ ტრამპთან დაკავშირებით კი მწვანეთა პარტიის ლიდერმა თქვა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, მშვიდ ძილს დაკარგავს. ჯილ სტეინმა ტრამპს “ქსენოფობი და რასისტი” უწოდა.