ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლში აფეთქებას 11 ადამიანი შეეწირა


თურქეთში მომხდარ აფეთქებაში 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის პოლიციის 7 ოფიცერია. დაშავებულია 36 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას სტამბოლის გუბერნატორიც ადასტურებს.

ქალაქის ცენტრში დილის პიკის საათის დროს მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონაცია სავარაუდოდ სწორედ იმ მომენტში მოხდა, როცა მას პოლიციის ავტობუსმა ჩაუარა. პასუხისმგებლობა აფეთქებაზე ჯერ არცერთ დაჯგუფებას აუღია, ეჭვი დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ და ქურთების მუშათა პარტიაზე აქვთ.

XS
SM
MD
LG