ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკებები თურქეთის ჰაკარის რეგიონში


თურქეთის სამხედრო ძალების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად 8 თურქი ჯარისკაცი და ქურთისტანის მუშათა პარტიის 6 წევრი დაიღუპა დღეს თურქეთის ქურთებით დასახლებულ რეგიონში მომხდარი შეტაკებებისას.

6 ჯარისკაცი ჰაკარის რეგიონში შეტაკებებისას დაიღუპა, ორი კი სამხედრო ვერტმფრენის ტქნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდნისას. პარალელურად, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ხუთშაბათს დიარბაქირში ბომბის დამზადებაში ეჭვმიტანილი 4 პირის ლიკვიდირება მოხდა.

უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ აფეთქება გვიან ღამე მოხდა, როცა ქურთისტანის მუშათა პარტიის სამხედროები ასაფეთქებელ ნივთიერებებს მანქანაში ათავსებდნენ. რამდენიმე საათით ადრე აფეთქება მოხდა სტამბოლის გარეუბანში, სამხედრო პუნქტზე, სადაც სულ მცირე 7 ადამიანი დაშავდა.

ქურთისტანის მუშათა პარტია, რომელსაც ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს თურქეთი, და პარტიის მოკავშირეები, ათწლეულებია თურქეთში მცხოვრები ქურთებისთვის ავტონომიის მინიჭების მიზნით დაუმორჩილებლობის ბრძოლას არ წყვეტს.

XS
SM
MD
LG