ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ავღანეთს არ ტოვებს


ნატოს მეთაურები აცხადებენ, რომ ავღანეთიდან გამოსვლას არ გეგმავენ, იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ ამერიკის სამხედრო ნაწილების რა რაოდენობა რჩება ქვეყანაში. აღნიშნული განცხადება ოთხშაბათს ბრიუსელში ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ პეტრ პაველმა გააკეთა.

ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ავღანეთში “იმავე შემადგენლობას ინარჩუნებს”, რადგან ნატოს ავღანეთიდან გასვლისთვის შესაბამისი პირობები ჯერ არ შექმნილა. ამერიკის შეერთებული შტატების პარეზიდენტ ბარაკ ობამას წლის ბოლომდე 9 800-იანი შემადგენლობის 5, 500-ზე დაყვანა უნდა.

XS
SM
MD
LG