ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა რუმინეთშიც დამონტაჟდება


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა რუმინეთის სამხრეთში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ასამოქმედებლად 800 მილიონი დოლარი გამოყო. ამ ნაბიჯმა მოსკოვის შეშფოთება გამოწვია. ადმირალმა ვლადიმირ კომოედოვმა, რომელიც დუმაში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ეს რუსეთს უშუალო საფრთხეს უქმნის.

“ორივემ, ამერიკამ და ნატომ გარკვევით განაცხადეს, რომ სისტემა არ ისახავს მიზნად რუსეთის სტრატეგიული თავდაცვითი უნარების დასუსტებას” - აღნიშნა ოთხშაბათს ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრენკ როუზმა, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილემ. მან ასევე თქვა, რომ საფრთხე სხვა ქვეყნიდან, ირანიდან მოდის, რომელიც აგრძელებს სარაკეტო სისტემების განვითარებას, ტესტირებას და განლაგებას.

ნატოს გადაწყვეტილებით რუმინეთში ამერიკული ტექნოლოგიებით დამზადებული ევროპის ანტისარაკეტო ფარის კომპლექსის მშენებლობა ჯერ კიდევ 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის მიხედვით თავდაცვის სისტემები პოლონეთში და რუმინეთში განლაგდება. კომპლექსის მშენებლობა კი 2020 წელს დასრულდება. ნატო დაბეჯითებით აცხადებს, რომ ევროპის ფარს გარე საფრთხეებისგან “მხოლოდ თავდაცვითი” ფუნქცია ექნება.

XS
SM
MD
LG