ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავარაუდო ტერორისტული აქტი პარიზი-ქაიროს რეისზე


ეგვიპტის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი უფრო ტერორისტული იერიშია, ვიდრე ტექნიკური პრობლემა - აცხადებს ეგვიპტის ავიაციის მინისტრი შერიფ ფათი. საფრანგეთი ადასტურებს, რომ დაკარგულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, თუმცა გამომწვევ მიზეზს არ ასახელებს. დღეს პარიზი-ქაიროს რეისი ეგვიპტის საჰაერო სივრცეში შესვლისთანავე რადარებიდან გაქრა და მის შესახებ აქამდე არაფერია ცნობილი.

საბერძნეთის და ეგვიპტის მაშველთა ჯგუფები კარპატოს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მუშაობენ. მათ შეერთებული შტატებიც ეხმარება. თვითმფრინავის ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა.

“მაქსიმალურად უნდა ვუზრუნველყოთ ის, რომ მომხდარის შესახებ ყველაფერი შევიტყოთ. არცერთი ჰიპოთეზა არ არის გამორიცხული და არც რომელიმეს ვანიჭებთ უპირატესობას” - განაცხადა რამდენიმე ხნით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სატელევიზიო მიმართვაში. საფრანგეთი ეგვიპტელ მაშველებს თვითმფრინავებით და გემებით დაეხმარება. ამ ეტაპზე კი ჩვენთვის პრიორიტეტი ბორტზე მყოფი მგზავრების და ეკიპაჟის ოჯახებია - ამბობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-მარკ არო. მომხდარის გამო საფრანგეთის და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთს მიუსამძიმრეს.

XS
SM
MD
LG