ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი თეთრ სახლში: ტერორიზმი ყველას გვეხება


თეთრი სახლი, ვაშინგტონი, 4 აპრილი, 2016.

4 აპრილს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს თეთრ სახლში შეხვდა და დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაზე ესაუბრა.

“ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი, რომელსაც ნატო ასრულებს ეს არის ერაყში, იორდანიაში და რეგიონის სხვა ქვეყნებში სამხედრო დანაყოფების წვრთნა და დახმარება. ამასთანავე, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ისეთ ქვეყნებში ოპერაციებზე, როგორიცაა ლიბია, სადაც ახალი მთავრობის საწყისებს ვხედავთ,” განაცხადა ობამამ.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი მუშაობს, თუ როგორ შეუწყოს ხელი სტაბილიზაციას და ასევე დაეხმაროს იმ ქვეყნებს, სადაც დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” მოქმედებს.

“ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ გვერდი-გვერდ ვდგავართ. ტერორიზმი ჩვენ ყველას გვეხება, ბრიუსელიდან სან-ბერნარდინომდე. ნატოს ყველა მოკავშირე მონაწილეობს აშშ-ის ხელმძღვანელობით დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში. ჩვენ გავაგრძელებთ შეერთებული შტატების მიერ წარმართულ კამპანიას,” განაცხადა სტოლტენბერგმა.

ობამამ და სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრეს თუ როგორ შეიძლება აღკვეთონ სირიელი დევნილების მსხვერპლი და ასევე, განიხილეს ავღანეთის მთავრობის დახმარება თალიბანის წიანაღმდეგ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG