ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი და სანდერსი სამშაბათის პრაიმერებისთვის ემზადებიან


ხვალ პრაიმერები ორეგონის და კენტუკის შტატში იგეგმება. ამომრჩევლების გულის მოგების მიზნით, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატები სენატორი ბერნი სანდერსი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მთავარ ყურადღებას ეკონომიკურ საკითხებზე ამახვილებენ.

შტატები ქვეყნის ორ სხვადასხვა მხარეს მდებარეობენ და ერთმანეთისგან ბევრი რამ განასხვავებთ, თუმცა პრაიმერებზე ორივეში დელეგატების დაახლოებით ერთი და იგივე რაოდენობაა. ორეგონში სასწორზე 74 ხმაა, კენტუკიში კი -61. დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად კლინტონს და სანდერსს 2 383 ხმა სჭირდებათ. კლინტონს სამშაბათის პრაიმერებამდე 1 716 დელეგატის ხმა აქვს, სანდერსს კი - 1 433. კლინტონს გაცილებით დიდი უპირატესობა აქვს ე.წ. სუპერ-დელეგატთა სიაში, სადაც მას 500 მხარდამჭერი ჰყავს, სანდერსს - სულ 40.

XS
SM
MD
LG