ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ნიუ-იორკში პრაიმერები ტარდება


დღეს ნიუ-იორკის შტატში პრაიმერები იმართება. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით,წამყვან პოზიციებს ინარჩუნებენ დემოკრატი ჰილარი კლინტონი და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი.

გამარჯვებაში დარწმუნებულია ვერმონტელი სენატორი ბერნი სანდერსი, იმის მიუხედავად, რომ რეიტინგებში ჰილარი კლინტონს ის 10 პუნქტით ჩამორჩება. გუშინ ენ-ბი-სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში სანდერსმა განაცხადა, რომ მას აქამდეც გაუმარჯვია ისეთ შტატებში, სადაც კლინტონი ლიდერობდა

აქამდე კლინტონს 1758 დელეგატი ჰყავს, სანდერს კი 1076, ნიუ იორკის შტატში დემოკრატები 291 დელეგატის მხარდაჭერის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

რესპუბლიკელების მხარეს კი ტეხასელი სენატორი ტედ კრუზი და ოჰაიოს გუბერნატორი ჯონ კეისიკი ნიუ იორკში 95 დელეგატის მარდაჭერის მოპოვებას შეეცდებიან, ისინი ასევე ცდილობენ ამით დონალდ ტრამპს პარტიის ნომინაციისთვის საჭირო 1237 დელეგატის შეგროვებაში შეუშალონ ხელი.

რესპუბლიკური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისში დაასახელებს.

XS
SM
MD
LG