ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის შიგნით საზღვრების კონტროლი გრძელდება


სასაზღვრო კონტროლი, რომელიც ევროპის კავშირის ბლოკში შემავალი სახელმწიფოების ნაწილში დაწესდა, დამატებით 6 თვით გაგრძელდება. ეს ქვეყნებია: ავსტრია, გერმანია, დანია, შვედეთი და ნორვეგია. მათ მიგრანტების და თავშესაფრის მთხოვნელთა დიდ ნაკადთან უწევთ გამკლავება.

ევროპის საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დღესვე შედის. ხუთივე ქვეყანას მეზობელ სახელმწიფოებთან კონსულტაციების გავლა ევალება და მხოლოდ ისეთი ზომების გატარება, რომელიც შექმნილი მდგომარეობის მიხედვით “საჭიროდ და პროპორციულად” მიიჩნევა.

XS
SM
MD
LG