ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი მიგრანტებს თავშესაფარის მოთხოვნის საშუალებას აძლევს


ევროკავშირმა დღეს მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ საბერძნეთის კუნძლებიდან მიგრანტების თურქეთში გადაყვანა ავტომატურად არ მოხდება. ამ გადაწყვეტილებით ეკონომიკური ბლოკი ადამიანის უფლებადამცველების მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ევროკავშირის თავშესაფარის სააგენტოს წარმომადგენელი ჟან პიერ შემბრი “ამერიკის ხმასთან” აცხადებს, რომ ევროპის კავშირი მიგრანტებს საშუალებას მისცემს თურქეთში გაგზავნამდე თავშესაფარის მოთხოვნაზე საბუთები შეიტანონ.

მიგრანტებს ხუთი დღე ექნებათ იმისთვის, რომ ევროკავშირს თავშესაფარის მოთხოვნით მიმართონ.

XS
SM
MD
LG