ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტი ჰიროშიმაში პირველად ჩადის


ამერიკის პრეზიდენტმა დღეს თქვა, რომ მაისის ბოლოსკენ ჰიროშიმაში ჩასვლას გეგმავს. ბარაკ ობამა შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ქალაქში ატომური ბომბის ჩაგდების შემდეგ, იქ ჩავა. 1945 წელს ჰიროშიმაში ათობით ათასი იაპონელი დაიღუპა.

ქალაქის მონახულებას ამერიკის სახელმწიფო მეთაურები თავს 7 ათეული წლის მანძილზე არიდებდნენ, რადგან ეს შესაძლოა ჰიროშიმის და სამი დღის შემდეგ ნაგასაკის ატომური დაბომბვის გამო ბოდიშის მოხდად აღქმულიყო. გასულ თვეში იქ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იმყოფებოდა. „ომი უკანასკნელი ზომა იყოს და არასოდეს პირველი“ - ჩაწერა მან ჰიროშიმაში დაღუპულთა მემორიალის შთაბეჭდილებათა წიგნში.

XS
SM
MD
LG