ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ატომური ბომბის ჩამოგდებისთვის ბოდიშს არ მოიხდის


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა იაპონიაში მშვიდობის მემორიალური პარკი მოინახულა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიროსიმაში დაღუპულთა პატივსაცემად ჯონ კერის 7 სხვადასხვა სახელმწიფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ახლდა თან.

„დედამიწაზე ყველამ უნდა ნახოს და შეიგრძნოს ეს მემორიალი“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა კომპლექსის დათვალიერების შემდეგ. მშვიდობის მემორიალური პარკის ნაწილია 1945 წელს ატომური ბომბის ჩამოგდების შედეგად ძლიერ დაზიანებული შენობის ნარჩენები, რომელიც თითქმის ხელუხლებლადაა შენახული.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჰიროსიმაში და ნაგასაკიში ატომური ბომბების ჩამოგდებით მეორე მსოფლიო ომი ოფიციალურად დასრულდა. დაბომბვის გამო 210 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მემორიალის ნახვამდე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ჯონ კერი ამერიკის სახელით ბოდიშის მოხდას. „არა“ - განაცხადა შეერთებული შტატების საგარეო უწყების თანამშრომელმა.

XS
SM
MD
LG