ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბი-ბი-სის" ჟურნალისტები ყრილობიდან გააძევეს


დღეს ჩრდილოეთ კორეამ ფხენიანში მიმდინარე მუშათა პარტიის ყრილობიდან „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტთა გუნდი გააძევა. მიზეზი სავარაუდოდ, მათი რეპორტაჟებით უკმაყოფილებაა.

ტელეკომპანიის კორესპონდენტი იაპონიაში, ჟურნალისტი რუპერტ უინგფილდ-ჰეისი, პროდიუსერი მარია ბირნი და ოპერატორი მეტიუ გოდარი პარასკევს ჩრდილოეთ კორეიდან გამგზავრების წინ დააკავეს. ჟურნალისტის დაკითხვა 8 საათის მანძილზე გრძელდებოდა. „ბი-ბი-სის“ გუნდი ჩრდილოეთ კორეაში ნობელის პრემიის ლაურიატებს ახლდა, რომლებიც ყრილობის წინა დღეებში იქ კვლევას ატარებდნენ.

XS
SM
MD
LG